24 აპრ 2026
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესს და 2028 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.