24 აპრ 2026
აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცედურები დაიწყო. საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე გაიტანეს და განსახილველად კომიტეტებში გადააგზავნეს.
ზურაბ პატარაძესა და მთავრობის წევრებს არჩევამდე დეპუტატები სწორედ კომიტეტებში მოუსმენენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი ფორმით წარადგინა.
ზურაბ პატარაძისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის გამოუცხადებს ნდომას რეგიონის საკანონმდებლო ორგანო აჭარის მთავრობის შემადგენლობას.
„ქართულ ოცნებაში„ აცხადებენ, რომ პარტიაში კონსულტაციები უკვე გაიმართა და თავმჯდომარეობის კანდიდატს მათი სრული მხარდაჭერა აქვს.
სახელისუფლებო პარტიას უმაღლეს საბჭოში 13 წევრი ჰყავს. ზურაბ პატარაძე არჩევის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარის პოსტს მეორედ დაიკავებს. იგი ამ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ წარადგინა.