კაია კალასი - ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მუშაობა დაიწყეს

24 აპრ 2026

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელახლა უნდა განიხილონ წითელი ხაზები, რომლებიც არსებობდა ზოგიერთი სანქციის დაბლოკვისთვის და ის თუ კიდევ რა შეუძლიათ გააკეთონ ამასთან დაკავშირებით. 

კალასმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს.