24 აპრ 2026
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა ეკრძალებათ.
„ესოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში მდებარე სკოლაში ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
კანონის მიხედვით, სოციალური მედიის კომპანიებს დაევალებათ ასაკის გადამოწმების სისტემების დანერგვა, მშობელთა კონტროლის მექანიზმების შექმნა და ბავშვებისთვის საზიანოდ მიჩნეულ კონტენტზე სწრაფი რეაგირება.