დარღვევა თბილისის ერთ-ერთი სკოლის კვების ობიექტზე

26 ნოე 2025

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი N 37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის, „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტში - განცხადებას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.