დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - შეფასებები

24 აპრ 2026

დატოვებს თუ არა „ოპოზიციურ ალიანსს“ ნაციონალური მოძრაობა? გაერთიანებასა და  მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება.  ყოფილი პრზეიდენტი ალიანსს  სამოქმედო გეგმას უწუნებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება. მისი განმარტებით, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული. სააკაშვილის კრიტიკა „ოპოზიციურმა ალიანსმა“ პერსონალურ თავდასხმად შეაფასა.

არსებულ ვითარებასა  და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობაზე დღეს კოემნატრი გააკეთა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ფედერალისტების ლიდერმა აღნიშნა, რომ შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ გაერთიანება ვერ იქნება „ანტი-მიშა ალიანსი“. მისი თქმით, ალიანსი ყველა უთანხმოებას გადალახავს. ოპოზიციურ ალიანში შექმნილი ვიტარება არ უკვირთ მმართველ გუნდში.