შეხვედრა სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეებთან

24 აპრ 2026

წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე, უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სტუდენტებს საჩუქრად ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები გადასცა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მოპოვებული სტიპენდიის შედეგად მიღებულ დამატებით შესაძლებლობებზე, ასევე, განიხილეს აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამები.

დევნილ სტუდენტთა მხარდასაჭერად დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.