24 აპრ 2026
ხელვაჩაურში საკრებულო სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა 6 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები. წელს სოფლებში დამონტაჟდება გარე განათებები და მზა ბეტონით მოაწყობენ შიდა სასოფლო გზებს.
რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშს, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში აცხადებენ, შემოსულობების ნაწილში შესრულება 68 პროცენტია.
საკრებულოს წევრებმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები დადებითად შეაფასეს. საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესებზეც.
ამიერიდან ხელვაჩაურში დაიწყება ცხოველების იდენტიფიკაცია - რეგისტრაცია მიკრო ჩიპების საშუალებით.
სხდომაზე სრული მხარდაჭერა ჰქონდა ასევე, საზღვაო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სარფში საპლაჟე სექტორების სამი თვით იჯარის გადაცემის საკითხს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ მხეიძე რეგიონში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.