24 აპრ 2026
განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 26 წლის კაცი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ადგილიდან მიიმალა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში იგი პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარადგინა.
ახალგაზრდა კაცი ბრალდებულის სახითაა დაკავებული.