დონალდ ტრამპი - ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება

24 აპრ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება.

დონალდ ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურ პირებს შორის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრას მოჰყვა. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა და აშშ ლიბანთან ერთად იმუშავებს, რათა მას „ჰეზბოლასგან“ თავის დაცვაში დაეხმაროს. მისი განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი აშშ-ში შეხვედრას გამართავენ.