24 აპრ 2026
ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელზე იერიში მიიტანა. თავდასხმას ადასტურებს „ჰეზბოლაც“.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმები ჩაახშო.
სირენების ხმა ისმოდა ისრაელის შტულას რაიონში. საპასუხოდ კი იერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, საიდანაც შტულას მიმართულებით „ჰეზბოლამ“ რაკეტები გაუშვა.