რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს ოდესაზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

24 აპრ 2026

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს ოდესაზე იერიში მიიტანეს. დაიღუპა სულ მცირე 2 და დაშავდა 14 ადამიანი.  

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი შენობები იყო. მედიის ცნობით, რუსული დრონები ოდესაზე შავი ზღვის მიმართულებიდან შეიჭრნენ.

სამართალდამცავების თქმით, მაშველებმა ერთ-ერთი შენობიდან ერთი ადამიანი გადაარჩინეს და კიდევ 20 მცხოვრები, მათ შორის ორი ბავშვი, გაიყვანეს.