ემანუელ მაკრონი 2027 წელს პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წავა

24 აპრ 2026

ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2027 წელს პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკიდან წავა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ მეორე ხუთწლიანი ვადის ყველაზე რთული ნაწილი მისი მიღწევების დაცვა იყო. 

მაკრონის თქმით, მან „პოლიტიკური მოძრაობა შექმნა და შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა“, რადგან ყოველთვის დაინტერესებული იყო თავისი ქვეყნის ცხოვრებით და სურდა, რომ მისი იდეები განხორციელებულიყო.