სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელსა და სომხეთის შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარეს შორის

24 აპრ 2026

ერთობლივი მართვის სასაზღვრო გამშვები პუნქტის პროექტი განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვართან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,გოგავანში“ გაიმართა. შეხვედრას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი,  საბაჟო დეპარტამენტის უფროსი და სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ერთობლივი მართვის სისტემის დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი მართვის პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას საფუძვლად უდევს  საქართველოსა და  სომხეთის მთავრობებს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება.