24 აპრ 2026
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილაგანში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია თხმელას სახეობის 2 ერთეული მორი და ნახევარი კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.