თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

24 აპრ 2026

თავდაცვის ყოფილ მინისტრს  ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჩამოერთვა ქონება - ესპანეთსა და საქართვლოში, ასევე 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ბურჭულაძის  ყოფილი მოადგილე, ბურჭულაძის ცოლის ძმა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მითითებით, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის ვასილ მხეიძეს დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა ხელშეკრულებებით შეძენილი საქონლის ღირებულება, რითაც თავდაცვის სამინისტროს 7 მილიონამდე ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ჯუანშერ  ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ადვოკატის განცხადებით სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.