24 აპრ 2026
მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია პაველ ჰერჩინსკის განცხადება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის ღია მუქარა ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ. ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას.
პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“.