24 აპრ 2026
საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რომელზეც უმაღლესი საბჭოსთვის, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტის კომიტეტებში განხილვაზე იმსჯელებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორი იქნება ზურაბ პატარაძის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და იქნება თუ არა ცვლილებები.
საკითხი კომიტეტებში განხილვის შემდეგ დასკვნისთვის ხელახლა გადაეგზავნება ბიუროს, რის შემდეგაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პლენარული სხდომა ჩაინიშნება.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა, რომელიც მანამდე აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.