რვა თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა

26 ნოე 2025

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „პრესტონთან“ ფრე ითამაშა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე თითქმის 8-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 234 დღის შემდეგ პირველად ითამაშა.

„უოტფორდმა“ ქულები დაკარგა, გუნდებმა პირველივე ტაიმში გოლები გაცვალეს და მატჩი 1:1 დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძეს აქამდე ბოლო მატჩი ჩატარებული გასულ სეზონში, 5 აპრილს ჰქონდა. „უოტფორდს“ 24 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი პირველ დეკემბერს, „ბირმინგემს“ სტუმრად დაუპირისპირდება.