HR პროფესიონალთა ასოციაცია ბათუმში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება

23 აპრ 2026

HR პროფესიონალთა ასოციაცია ბათუმში ადგილობრივი კომპანიებისა და კერძო სექტორის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება. 

შეხვედრის მთავარი თემა ადამიანური რესურსის მართვა, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრობლემებია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც განხილვის დღის წესრიგში დგას დასაქმების მსურველთა ნაკლებობა ან კომპანიებიდან მათი გადინებაა.

სწორედ ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობენ შეხვედრის მონაწილეები. მათ შორის როგორ მოხდეს ადამიანების დასაქმება, მათთვის სასურველი გარემოს შექმნა და არსებული პრობლემების მოგვარება. შეხვედრა ბათუმში ტრადიციულად უკვე მესამედ იმართება.