საბერძნეთის რესპუბლიკაში ,,დელფოსის ეკონომიკური ფორუმი” მიმდინარეობს.

23 აპრ 2026

1200-ზე მეტი მოწვეული სტუმარი, მთავრობების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი და აკადემიური წრე. საბერძნეთის რესპუბლიკაში ,,დელფოსის ეკონომიკური ფორუმი” მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე საბერძნეთშია, სწორედ აღნიშნულ ფორუმში  მიიღებს მონაწილეობს მაკა ბოჭორიშვილი. 

სესიის თემაა- „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“. ასევე მინისტრს დაგეგმილი აქვს  სიტყვით გამოსვლა სამუშაო სესიაზე - „ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი“. 

გარდა ამისა, ქვეყნის პირველ დიპლომატს ექნება შესაძლებლობა ისაუბროს, შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლზე.

დელფოსის რიგით მე-11 ეკონომიკური ფორუმის, წლევანდელ ძირითად საკითხებს შორის ახალი გამოწვევები, ევროპის უსაფრთხოებაა და ენერგეტიკაა.

ფორუმი, რომელიც 25 აპრილამდე გაგრძელდება, ქალაქ დელფოსში იმართება.