23 აპრ 2026
რამდენიმე წუთის წინ აფეთქების ხმა იყო ბათუმის ცენტრში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში მდებარე სასტუმრო “ამბასადორის " მშენებლობაზე სამუშაოების წარმოებისას ჟანგბადის ავზი გასკდა, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა.
მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.