უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

25 ნოე 2025

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო 24 საათში  რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 460-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა გამოიყენა.

ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოთხი დრონი მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა.

„ ყველა პარტნიორს უნდა ახსოვდეს, რომ საჭიროა სიცოცხლის ყოველდღიურად გადარჩენა. იარაღი და საჰაერო თავდაცვა აუცილებელია.“-აცხადებს ზელენსკი .