სამარაში უკრაინული დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

23 აპრ 2026

რუსეთის სამარის ოლქში, ნოვოკუიბიშევსკში, სამრეწველო საწარმოებზე დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა- განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა.

მისივე თქმით, დრონის ნამსხვრევები სამარაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.