23 აპრ 2026
დანიაში სარკინიგზო ავარია მოხდა. ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია.
ინციდენტი კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, ქალაქების ჰილეროდისა და კაგერუპის დამაკავშირებელ რკინიგზის ხაზზე მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კოპენჰაგენის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა, რომ ორი ადგილობრივი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს პირისპირ შეეჯახა. ავარიის მიზეზი უცნობია.