23 აპრ 2026
ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. შესაძლოა გაერთიანება "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვოს. ამის შესახებ ერთ-ერთ გადაცემაში "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით განცდა აქვს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პარტიას გაერთიანების დატოვება სურს და მათ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ. თუმცა როგორც ამბობს, არ აპირებს "ნაციონალურ მოძრაობას" გადაწყვეტილება გადააფიქრებინოს.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის პოლიტპატიმრებზე თავდასხმა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მათ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ეხება. უთანხმოება ოპოზიციურ გაერთიანებაში მიხეილ სააკშვილის ფბ განცხადებების შემდეგ დაიწყო, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა გაერთიანების წევრებს მუშაობის ტაქტიკა დაუწუნა.
დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდსა და ხალხის ძალაში, სადაც აცხადებენ, რომ ალიანსის დაშლა მოსალოდნელი იყო.
საქართველოს პრემიერ- მინისტრი კი ამბობს, რომ ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. მისი თქმით, იგი არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან და მერე შლიან.