23 აპრ 2026
პარლამენტი რამდენიმე დღეში საკადრო ცვლილებებზე იმსჯელებს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. კომიტეტებში განხილვის შემდეგ სამივე მოსმენით ინიციატივას პარლამენტი ოთხშაბათს მიიღებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს მამუკა მდინარაძე რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს.
ასევე იქნება ვიცე პრემიერიც. სუსის უფროსად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძეა წარდგენილი, მას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი შეცვლის.
საკადრო ცვლილებებს აფასებენ პოლიტიკოსები, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის თქმით ცვლილებები ფორმალურია, ხოლო მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანდიდატების შერჩევა მათ გამოცდილებებს ეყრდნობა.