23 აპრ 2026
ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. შესაძლოა გაერთიანება ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვოს. პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის პოლიტპატიმრებზე თავდასხმა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მათ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ეხება.
უთანხმოება ოპოზიციურ გაერთიანებაში მიხეილ სააკშვილის ფბ განცხადებების შემდეგ დაიწყო, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა გაერთიანების წევრებს მუშაობის ტაქტიკა დაუწუნა.
დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდსა და ხალხის ძალაში, სადაც აცხადებენ, რომ ალიანსის დაშლა მოსალოდნელი იყო.