23 აპრ 2026
პარლამენტი რამდენიმე დღეში საკადრო ცვლილებებზე იმსჯელებს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. კომიტეტებში განხილვის შემდეგ სამივე მოსმენით ინიციატივას პარლამენტი ოთხშაბათს მიიღებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს მამუკა მდინარაძე რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს.
ასევე იქნება ვიცე პრემიერიც. სუსის უფროსად შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძეა წარდგენილი, მას აჭარის მტავრობის ყოფილი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი შეცვლის.