საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყაზახეთში 

23 აპრ 2026

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს ყაზახ ვიზიტორებს აცნობს. ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, სადაც დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს, ვიზიტორებს საშუალება აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ფრენებს, ამ ეტაპზე ფრენები ყაზახეთიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ხორციელდება, რასაც ივნისიდან აჭარის მიმართულებით სეზონური ფრენები დაემატება.

ბათუმში პირდაპირი ფრენები ყაზახეთის სამი ქალაქიდან იგეგმება.