საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გარემოსდაცვით საკითხებზე

23 აპრ 2026

საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გარემოსდაცვით თემებზე მოსწავლეებთან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების შესახებ.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარება, არამედ მოსწავლეების მოტივირება, ჩაერთონ გარემოსდაცვით ინიციატივებში და თავადაც  გახდნენ ცვლილებების ინიციატორები.