23 აპრ 2026
შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ დნეპრში. რუსული დრონები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ განჟამ დაადასტურა, რომ დნეპრზე რუსული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის ცხრა და 14 წლის გოგონები არიან.