პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების ამოღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

25 ნოე 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ა.ჩ. და 1988 წელს დაბადებული ე. ს. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ მათი პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი კაფსულები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.