აშშ-ში ქიმიურ ქარხანაში გაჟონვა მოხდა

23 აპრ 2026

ორი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, ერთი მძიმედ ამერიკის დასავლეთ ვირჯინიის შტატის კანავის ოლქში, ვერცხლის რეგენერაციის  ქარხანაში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად. შემთხვევის ადგილზე  გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ობიექტის გარეთ ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ატარებდნენ.

კანავის ოლქის პროკურორის მოადგილემ, კრისტოფერ სეტლსმა, განაცხადა, რომ 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის  სასწრაფო დახმარების შვიდი თანამშრომელი გადაიყვანეს  საავადმყოფოში.

ინციდენტის დროს ქარხნის თანამშრომლები ქალაქ ნიტროში, ქარხნის დასუფთავებას და დეზაქტივიზაციას ახდენდნენ, რომელიც დახურვის პროცესშია. ქარხანაში აზოტის მჟავასა და სხვა ნივთიერებას შორის ქიმიური რეაქცია მოხდა, რომელმაც  ტოქსიკური გოგირდწყალბადის წარმოქმნა გამოიწვია.

საავადმყოფოში სულ 21 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან ორი, გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.