თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადება

23 აპრ 2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებებზე ირანის ხელმძღვანელობისგან „ერთიან“ პასუხს ელოდება- განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპს სამშაბათს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების ბოლო ვადა არ დაუდგენია.

პრეზიდენტი „კმაყოფილია“ აშშ-ის საზღვაო ბლოკადით და უფრო ფართო ეკონომიკური ზეწოლის კამპანიით, რომელიც, მისი თქმით, გაგრძელდება მანამ, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დარჩება. 

ლევიტმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ტრამპმა ირანს მკაფიო ვადა დაუწესა რეაგირებისთვის.

„პრეზიდენტს თავად არ დაუდგენია ბოლო ვადა“, - განაცხადა ლევიტმა.