არაღჩი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არასტაბილურობის მიზეზად აშშ-სა და ისრაელის აგრესიას ასახელებს

23 აპრ 2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ, სამხრეთ კორეის სპეციალურ წარმომადგენელს განუცხადა, რომ ომის შედეგებზე პასუხისმგებლობა „აგრესორებს“-შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ეკისრებათ- ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამხრეთ კორეის წარმომადგენელსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის  შეხვედრა თეირანში   გაიმართა. შეხვედრის დროს არაღჩიმ „ხაზი გაუსვა ქვეყნების მიერ ამ აგრესიისა და ირანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების დაგმობის აუცილებლობას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არაღჩიმ  სპარსეთის ყურის რეგიონსა და ჰორმუზის სრუტეში არსებული არასტაბილურობის მიზეზად და წყაროდ  ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის სამხედრო  აგრესია დაასახელა. ირანმა ოთხშაბათს ჰორმუზის სრუტეში ორი გემი დააკავა, რითაც სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტზე კონტროლი გაამკაცრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეწყვიტა ირანზე თავდასხმები.

ტრამპმა ცალმხრივად განაცხადა, რომ აშშ გაახანგრძლივებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მანამ, სანამ ორთვიანი ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებში ირანის წინადადებას არ განიხილავდა.