22 აპრ 2026
ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან, რობერტო მონტელასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ასევე მაღალი დონის კომუნიკაციისა და კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას.
საქართველოს პრეზიდენტმა ასტანაში რეგიონალურ ეკოლოგიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა და პლენალურ სხდომაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა.