22 აპრ 2026
ვენაში-ეუთოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთოს-უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით წარსდგა.
საქართველო აღნიშნული ფორუმის თავმჯდომარეობას 13 აპრილიდან იკავებს, დღეს კი პირველი გახსნითი სხდომა გაიმართა.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა თავის გამოსვლაში 3 პრიორიტეტულ საკითხზე გააკეთა აქცენტი, რომელზეც მისივე განმარტებით, უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში გაამახვილებს ყურადღებას.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და ეუთოს საქმიანობაზეც ისაუბრა.