არღვევს თუ არა კანონს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე?

30 მაი 2017

საკრებულოს გაცდენილი სხდომები და პრემია - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი  მიქელაძე გერმანიაში იმყოფება და სხდომებს იანვრის შემდეგ არ ესწრება, ამის პარალელურად კი ბიუჯეტიდან პრემია, საწვავი და სატელეფონო ლიმიტი ერიცხება.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი მოადგილე თანხას დააბრუნებს. ირაკლი მიქელაძე კი ამტკიცებს, რომ მას ზემოთხსენებული ბენეფიტებით არ უსარგებლია.