22 აპრ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციას 27 წელი შეუსრულდა.
სასაზღვრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ღონისძიების დაწყებამდე, სტუმრებმა 2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული გმირი მფრინავების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა სასაზღვრო ავიაციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომზე გამოფენილი ახალი "H145" ტიპის შვეულმფრენები დაათვალიერეს და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ შეასრულა 728 სხვადასხვა სახის დავალება რაც საერთო ჯამში ფრენის 1662 საათს შეადგენს.