22 აპრ 2026
შუახევის მუნიციპალიტეტში, აგროსერვის ცენტრის საჩითილე მეურნეობაში ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოება აქტიურად მიმდინარეობს.
წელს აქ გამოყვანილია დაახლოებით 300 ათასი ძირი, 12 სახეობის სხვადასხვა ბოსტნეული კულტურა.
28 აპრილიდან დაიწყება მზა ჩითილების რეალიზაცია, რომელიც ფერმერებისთვის მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.
ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც ტრადიციული, ისე ახალი კულტურები, მათ შორის პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, ბროკოლი და სხვა.
ნერგების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება.
პროგრამით სარგებლობა ფერმერებსა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.