საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფებიან

22 აპრ 2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფებიან. საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვედრა სენატისა და კონგრესის წევრებთან ჰქონდათ.

შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების და კონფლიქტებს დაეთმო, ასევე საუბარი შედგა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ირგვლივ.

სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან საქართველოს პარლამენტის წევრებმა ასევე, ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, როგორც სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე.