საკადრო ცვლილებები - შეფასება პარლამენტში

22 აპრ 2026

მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. გია ვოლსკის განცხადებით, საკადრო გადაადგილება ძალოვანი უწყების გაძლიერებას ემსახურება. ქართული ოცნების დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ახალი უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე ჩაიბარებს როგორც პოლიტიკურ ასევე თანამდებობრივი თვალსაზრისით უდიდეს პასუხისმგებლობასთაან არის დაკავშირებული.

პრემიერ-მინისტრმა გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სულხან თამაზაშვილი საკადრო ცვლილებების თანახმად, გეკა გელაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩაიბარებს, ხოლო  მამუკა მდინარაძე, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით,  სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას უხელმძღვანელებს.   

ახალი უწყება საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება.