ბათუმის მერმა ,,ლეოგრანდში'' დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

24 ნოე 2025

სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა.

ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

2017 წლის 24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.


 

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.