22 აპრ 2026
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა თემაზე „ტყე და დედამიწა“ პრეზენტაციები წარადგინეს.
ღონისძიების ფარლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 22 ტუიას სახეობის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობას თავად მოსაწვლეები უზრუნველყოფენ.