22 აპრ 2026
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ბანაკი ,,გახდი შენი მუნიციპალიტეტის ელჩი”, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძემ.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტში იჩენს თავს, ასევე სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
ღონისძიების ფარგლებში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ჩართული ახალგაზრდები დაეუფლნენ მნიშვნელოვან ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: პროექტის წერა, ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერობა, კონფლიქტების მართვა, საჯარო გამოსვლა.