საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია

22 აპრ 2026

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს ქართველი კოლეგა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა და დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც თავდაცვის სფეროში ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ირაკლი ჩიქოვანმა სომხეთის მხარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.