სამტრედიაში ქართველი და პოლონელი ვეტერინარების ერთობლივი კამპანია მიმდინარეობს

22 აპრ 2026

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოველთა სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ქართველი და პოლონელი ვეტერინარები ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ.

კამპანიაში პოლონელ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი გურჯაანის, გორისა და ქუთაისის ვეტერინარები.

თანამშრომლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ვეტერინარული პრაქტიკის გაზიარებასა და პროფესიული უნარების გაღრმავებას, რაც პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.