აშშ-ში ირანელმა აქტივისტებმა აქცია გამართეს

22 აპრ 2026

ირანში პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯის შეჩერება და ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებების დაცვას - ამ მოთხოვნებით კალიფორნიის შტატის  ქალაქ  ირვინში ამერიკაში მცხოვრები ირანელი  აქტივისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები შეიკრიბნენ.

აქცია საინფორმაციო სააგენტო „მიზანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად ორი პოლიტიკური პატიმარი, ჰამედ ვალიდი და მოჰამედ მასუმ შაჰი, მიმდინარე კვირაში ირანში სიკვდილით დასაჯეს. ისინი  ისრაელის „მოსადის“ სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობისა და ქვეყანაში  თავდასხმების დაგეგმვისთვის დამნაშავედ ცნეს.

ირანში დემოკრატიისთვის კალიფორნიის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნასერ შარიფმა, „როიტერსს“ განუცხადა, რომ „ირანთან ნებისმიერი მოლაპარაკება პირველ რიგში ირანში ადამიანის უფლებების საკითხებზე უნდა მოიცავდეს“.

აქციის მონაწილეებმა  ირანის ციხეების საერთაშორისო მონიტორინგი მოითხოვეს და მსოფლიო ლიდერებს უფრო ძლიერი ქმედებებისკენ მოუწოდეს პოლიტიკური პატიმრების დასაცავად.