ისლამაბადში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი გაუქმდა

22 აპრ 2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომლის მოლაპარაკებებში მონაწილეობა ირანულმა მხარემ მოითხოვა, სამშაბათს პაკისტანში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა თეთრი სახლის განცხადებით, მას ვაშინგტონი ჯერ არ დაუტოვებია.

დღეს აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მიზნით ისლამაბადში  მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო.

11-12 აპრილს  გამართული მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე, რომელზეც ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ ჯარედ კუშნერი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.